პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები ასარჩევად გია ვოლსკის მიერ წარედგინა

პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები ასარჩევად პირველი ვიცე-სპიკერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გია ვოლსკის მიერ წარედგინა.

საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რომელიც მოსმენას მომავალ კვირას გამართავს.

ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე - გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი.

“საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3-ეტაპიანია კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი.

76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია