მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს განსხვავებულ ტალღაზე დაყენება, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, აბსოლუტურად არარელევანტურია

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს განსხვავებულ ტალღაზე დაყენება, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, აბსოლუტურად არარელევანტურია - თუ კანონპროექტის გარშემო სპეკულაციები და დეზინფორმაციული კამპანია აღარ იქნება, პოლიტიკოსები ჩაერთვებიან განხილვის პროცესში და არგუმენტირებული დისკუსია მოხდება. დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვის ნიშანი გაქრება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და დემოკრატიის განმტკიცებაზე, ეს ისეთივე საჭიროა საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსთვის.

“საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავება არაა, როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე, ისეთივე საჭიროა საქართველოსთვის ეს პროცესი, როგორც ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსთვის. გამჭვირვალობა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე საქართველოში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია; ასევე, საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსხვავებულ ტალღაზე დაყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოსი, აბსოლუტურად არარელევანტურია, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, ერთი და იმავე საკითხზე - ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობაზე და გამჭვირვალობაზე, რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილების მიღებას”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ეს ვიზიტიც მნიშვნელოვანია.

“გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანია საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი. ევროკავშირის წევრებს შორის გერმანიის როლი საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში განსაკუთრებულია და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, გერმანიის მხარდაჭერა როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში იყო მნიშვნელოვანი, შემდგომშიც, ამ პროცესის გაგრძელებაშიც მნიშვნელოვანია. მოველი, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ პრემიერმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა ის პრიორიტეტი, რა ჩვენს ქვეყანას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ასევე, გამოწვევები, რაც საქართველოს აქვს. მოველი, რომ გერმანიის მხრიდან კვლავ გაგრძელდება ის ძალიან მნიშვნელოვანი, მტკიცე მხარდაჭერა, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის