დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯზე თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. მათივე განმარტებით, ობიექტის მიწოდების ვადა 36 თვეა, სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 475 669 ლარს შეადგენს, ხოლო სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ-ია.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროქტით 19 ოჯახი დაკმაყოფილდება. ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს 22 ბინა და 1 კომერციული ფართი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან