ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან საკუთარი ძალაუფლების, ფულის გამო უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე

ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფრისთვის მზად არის.

„ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა ის, რაც ყველამ კარგად დავინახეთ და გავიგეთ - ივანიშვილის ბანდა მზად არის ყველაფერზე წავიდეს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მზად არიან უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ გადაჩეხონ რუსულ უფსკრულში ამისთვის არიან მზად.

ასე რომ ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობენ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოზე, თუნდაც დაღუპულ გმირებზე - ეს არის ამორალური, რადგან ყველა ის მონაპოვარი, რაც აქვთ სწორედაც რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ივანიშვილის ბანდის პირობებში, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო მზად არიან, რომ ყველაფერ ეროვნულზე, ყველაფერ მნიშვნელოვანზე, ჩვენი ქვეყნისთვის, უარი თქვან”,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს