ანა ნაცვლიშვილი - თავიდან ბოლომდე მიზანი, მოტივი, ამოცანა, პუნქტი, მუხლი, ამ კანონში ყველაფერი რუსულია - ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს

თავიდან ბოლომდე მიზანი, მოტივი, ამოცანა, პუნქტი, მუხლი, ამ კანონში ყველაფერი რუსულია - ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, - ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე განუცხადა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ამ საკითხზე კალაძის განცხადებას, რომ არცერთი გაერთიანება არ უღირს, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. ნაცვლიშვილის თქმით, კალაძემ პირველმა, საჯაროდ თქვა რა არის “ქართული ოცნების” რეალური მიზანი.

„როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში კალაძე პირველია, რომელსაც ნერვებმა უმტყუნა და საჯაროდ განაცხადა ის ამოცანა, რომელიც დასახული აქვთ “რუსული კანონის” მეშვეობით. სწორედ ეს არის “რუსული კანონის” ამოცანა, რომ ჩახერგოს გზა ევროპისკენ და ქვეყანა დატოვოს რუსულ ჭაობში.

ამიტომ შემოაქვთ “რუსული კანონი” და ამოძრავებთ ამოცანა, რომ ამ ქვეყნის ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს. კალაძის განცხადებაც ამას ადასტურებს. ეს კანონი არის ინსტრუმენტი მათი მხრიდან, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, საბოლოოდ ჩატეხონ ხიდი, რომელიც ჩვენი ხალხის შრომითაა გადებული და არ მოხდეს წლის ბოლოს მოლაპარაკების დაწყება, რაც სრულიად რეალისტური იქნებოდა, ახლა ხელისუფლება 9 ნაბიჯის გადადგმით რომ იყოს დაკავებული“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო