მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის, მოქალაქეობის არ მქონე პირების საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

მინისტრის განცხადებით, დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება