რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, რატი ბრეგაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრ გრიგორ მინასიანს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგორ მინასიანთან შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაზე.

„კეთილგანწყობაზე დაფუძნებული ინტენსიური ურთიერთობით შევძლებთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადამიანებს შორის კონტაქტების კიდევ უფრო მეტად გამარტივებას და ეკონომიკისთვის ხელშეწყობას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივად მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინოვაციებზე იუსტიციის სამინისტროების ფარგლებში. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მინისტრებმა განიხილეს ახალი ინიციატივები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციათა ფუნქციონირებას ეროვნულ დონეზე და გაამყარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ეფექტიანობას რეგიონში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ერევანში 11-12 აპრილს იმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება