გერმანიის კანცლერი - ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივის პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივის გახსნის შესახებ. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი - 2023 წლის დეკემბერი, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არამხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს, არამედ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას.

„გერმანია-საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს, სოციალურ - ეკონომიკურ, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის აშენების გზაზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების, თანამშრომლობის საქმეში და გვახარებს მომავალი თანამშრომლობაც. გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი - 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არამარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, არამედ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილიცაა. სრული უმრავლესობა უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. მოხარულები ვართ იმიტომაც, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება