უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ, რუსეთთან ცხედრების გაცვლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 99 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა.

ამის შესახებ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბი იუწყება.

შტაბის ცნობით, მათი უმრავლესობა, 77 ადამიანი, დონეცკის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა, 20 - ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი კი - ხარკოვის - მიმართულებით.

რუსული მედიის ინფორმაციით, გაცვლის შედეგად რუსეთმა 23 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის ცხედრების ბოლო გაცვლა 29 მარტს მოხდა, როდესაც რუსულმა მხარემ 29 ცხედარი დაიბრუნა, უკრაინამ კი – 121.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს