ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერი საქართველოში საპასუხო ვიზიტით მოიწვია.

„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად, ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას. ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. მინდა ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. შემთხვევით ვსარგებლობ და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს