ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს

საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინის სამშვიდობო სამიტზე მოწვევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოსა და უკრაინას აკავშირებს მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის, ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს