ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტზე -  მზად ვართ, რომ დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ - ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია

გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია.

„უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება