ზურაბ ჭიაბერაშვილი - შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული კანონი რუსული - მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს

კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის თაობაზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. მან მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის პოზიცია გადამწყვეტია და დღეს, კანცლერმა შოლცმა წერტილი დაუსვა დისკუსიას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებული კანონი რუსული. შოლცმა მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს და თქვა, რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს ეროვნული ინტერესი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, კობახიძე, ივანიშვილი, პაპუაშვილი და არჩევანი არასოდეს, ისე მკაფიო ქართველი ხალხისთვის ისე არ ყოფილა, როგორც დღეს. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსულ კანონს და ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, თუ გვინდა გავაგრძელოთ მსვლელობა ევროკავშირის წევრობის გზაზე.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს