გრეტა წიწავა - ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი - ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი“, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი თარგმნიდა, რომელმაც თარგმანიც კი გააყალბა, რადგან გერმანიის კანცლერს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა " აგენტი".

„საქართველოს ჰყავს ღირსეული პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაფიო, არგუმენტირებული და ღირსეული პასუხები.

ბატონი შოლცისგან გავიგეთ, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტი არანაირი „ე.წ რუსული" არაა და ისიც კარგად გავიგეთ, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირშიც მუშაობენ.

ისე ბრიფინგს პოლიტიკურად ანგაჟირებული, „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ზაალ ანდრონიკაშვილი რომ თარგმნის, კი არის მისი ნათარგმნი გადასამოწმებელი. ბატონ შოლცს საერთოდ არ უხსენებია სიტყვა „აგენტი", მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბემ თარგმანიც გააყალბა“, - წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება