განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენცია 10-11 მაისს გაიმართება

IBSU განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-14 საერთაშორისო კონფერენციას 10-11 მაისს უმასპინძლებს.

IBSU-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. წელს ექვსი ამერიკელი განათლების ექსპერტი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავს შემდეგ თემებს: განათლება; განათლების ისტორია; განათლების ფსიქოლოგია; სასწავლო გარემოს მართვა; განათლების ლიდერობა; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; უცხოური ენების სწავლების მეთოდები; საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში; ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება; კულტურა და ლიტერატურა

აბსტრაქტის წარდგენის საბოლოო ვადა: 25.04.2024

ნაშრომის გამოგზავნის საბოლოო ვადა: 30.05.2024 კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია :

www.ircelt.ibsu.edu.ge.

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://ircelt.ibsu.edu.ge/abstract-submission/

მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე:

https://ircelt.ibsu.edu.ge/listener-registration/

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს