13-14 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში" არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

13-14 აპრილს "ევროპის უნივერსიტეტში" არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიის ორგანიზატორები არიან "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.

„ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბორჯომის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრიიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, სომხეთიდან)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს