ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო

ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუტესგან დასტური მიიღო, რომ ნიდერლანდებმა კიდევ 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და 400 მილიონი ევრო უკრაინის აღდგენაზე.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახსრები უსაფრთხოებაზე ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებებთან დამატებით არის გამოყოფილი.

„ამ წამს სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ შემატყობინა, რომ ნიდერლანდებმა კიდევ მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე და 400 მილიონი აღდგენაზე… მადლობა, მარკ, მადლობა, ნიდერლანდელებო! ეს უკრაინის მხარდაჭერის სამაგალითო ნიმუშია”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს