ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და დინამიკაც  ძალიან პოზიტიურია, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა სამი არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე, გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან და გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განათლებისა და კულტურის სფეროში, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება