ანონსი  13 აპრილი

13 აპრილს, 10:00 საათზე, ქუთაისში, მერიის წინ, ქუთაისის საკრებულოს ენმ - ის ფრაქციის წევრის გიგა შუშანიას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ქუთაისის მერიაში 100 ათასი ლარით გაზრდილი ხარჯები, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები“.

საკონტაქტო: გიგა შუშანია - 5 577 585 656

მის: ქუთაისი, რუსთაველის N3

13 აპრილს, 10:30 საათზე, „კვირის პრესკლუბში“, ვეტერანები კობა კვარაცხელია და რამაზ ღვალაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1992-1993-2008 წლებში დაღუპული გმირების მშობლები და ოჯახის წევრები, ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციები 15 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე დემონსტრაციას გამართავენ“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 აპრილს, 11:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში" არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი. მის: გურამიშვილის გამზირი N76, (ევროპის უნივერსიტეტი, I კორპუსი, მე-5 სართული, ზ. ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი).

13 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის-ყველა სისხლდენითი დაავადების დიაგნოსტირება“ გაიმართება.

მის: 26 მაისის მოედანი

საკონტაქტო პირი: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85

13 აპრილს, 13:00 საათზე, ამბროლაურში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე.

მის: თამარ მეფის ქუჩა, 1( ამბროლაურის კულტურის ცენტრი)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო