ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმზე ქართულ ადვოკატურაზე ისაუბრა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ჭეხანმა ფორუმის მონაწილეებს „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ იურიდიულ პროფესიაში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე ისაუბრა დამოუკიდებელი და ძლიერი იურიდიული პროფესიის როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიულ საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში.

ამასთან, ფორუმი ორდღიანია და ორი ქვეყნის საადვოკატო სფეროს, იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საარბიტრაჟო ინსტიტუტებისა და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების ისახავს მიზნად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება