ჯონ კირბი - ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ირანის მხრიდან პოტენციურ საფრთხეს ჯერ კიდევ როგორც რეალისტურს, ისე ვაფასებთ, რომელსაც ახდენა შეუძლია. ამას ძალიან, ძალიან ახლოდან ვაკვირდებით”, - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე „მუდმივ კომუნიკაციაში” იმყოფებიან ისრაელელ კოლეგებთან და გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა ისრაელმა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

„რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს ძალიან საჯარო და, როგორც მიგვაჩნია, ძალიან რეალისტური საფრთხე, რომელიც ირანმა გააკეთა ისრაელზე პოტენციური თავდასხმების თაობაზე”,-განაცხადა კირბიმ.

ამას გარდა, მან თქვა, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე აშშ-ის ხელმძღვანელობას რეგიონში ამერიკელი სამხედროების განლაგებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.

„მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია უარვყო, რომ ვითარება გავაანალიზეთ და კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ, ამ ზომების უშუალო დეტალებში შესვლის უფლება არ მაქვს”, - განაცხადა კირბიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება