გია ხუხაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ახლა ასეთ მდგომარეობაში არიან: გაიწვევენ ვაია, არ გაიწვევენ ვუია - საკმაოდ დრამატული მდგომარეობაა

ახლა ასეთ მდგომარეობაში არიან: გაიწვევენ ვაია, არ გაიწვევენ ვუია. შესაბამისად, საკმაოდ დრამატული მდგომარეობაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან დახურულ კარს მიღმა იტყოდა, რომ მასაც არ უნდა ამ კანონის მიღება.

„ახლა ასეთ მდგომარეობაში არიან: გაიწვევენ ვაია, არ გაიწვევენ ვუია. შესაბამისად, საკმაოდ დრამატული მდგომარეობაა. ალბათ იქნება მწვავე დაპირისპირება. ვფიქრობ, კობახიძე შოლცთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრებდა, რომ მასაც არ უნდა ამ კანონის მიღება, მაგრამ რა უნდა ქნას, რადგან ბიძინა არის ყველა ბოროტების სათავე. ბიძინას შეახოცავდა ხელს. ამ დასკვნამდე იმიტომ მივედი, რომ კობახიძეს ხისტი პოზიცია რომ ჰქონოდა, ამ შემთხვევაში შოლცი უარს იტყოდა ერთობლივ ბრიფინგზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოლაფ შოლცის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის გეგმებში რამეს შეცვლის, ხუხაშვილი პასუხობს, რომ არაფერი შეიცვლება.

„ვერ შეცვლიან იმიტომ, რომ კობახიძეს არავინ ეკითხება კანონპროექტის გაწვევა, არ გაწვევას. 10 კობახიძეს გადააყოლებს ბიძინა თუ დასჭირდა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

როგორც მან ორშაბათს დაგეგმილ პროტესტზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს კანონპროექტის გაწვევა.

„ამ ქვეყანამ აირჩია განვითარების ვექტორი, გაფორმდა კონსტიტუციურად. ხელისუფლება, რომელიც არღვევს კონსტიტუციას ასეთი უხეში ფორმით და როდესაც ამ ვექტორს ცვლის ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია ნებისმიერი ფორმით მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში და თუკი მთავრობა ამას არ გააკეთებს ამ შემთხვევაში ხალხს აქვს უფლება ეს ხელისუფლება სახლში გაისტუმროს.

ამ დროს სამართალდამცავები ხალხს თუ დაუპირისპირდებიან, სამართალდამცავებიც იქნებიან სახელმწიფო გადატრიალების თანამონაწილეები და ამაზე აუცილებლად მოეკითხებათ.

მე არ ვამბობ, რომ ორშაბათს აქციაზე ხალხმა ხელისუფლების გადადგომა უნდა მოითხოვოს. ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ ამ კანონის გაწვევა, უნდა მისცენ ვადა, რომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა ჩაიხსნას“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება