დენის შმიგალი - ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ

ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

„გათვლა გვაქვს, რომ ევროკავშირი შეფერხებების გარეშე დაამტკიცებს ჩვენთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს. ვერანაირ ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ჩვენ ყველა ევროპული ქვეყანა აქტიურად გვიჭერს მხარს“, - განაცხადა შმიგალმა.

მან აღნიშნა, რომ კიევს ევროკავშირში სანდო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ და მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით გასავლელად გამოცდილება გაუზიარონ. შმიგალის თქმით, უკრაინამ მთლიანად შეასრულა „სამუშაო დავალება” ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ევროკომისიამ დაადასტურა უკრაინის მიერ ყველა მისი პირობის შესრულება. ვაჩვენეთ ჰარმონიული, კოორდინირებული მუშაობა. პრეზიდენტმა დღეს ევროინტეგრაციის ინფრასტრუქტურის შემუშავების წინადადება გააჟღერა. ეს უნდა იყვნენ წარმომადგენლები - მთავრობიდან დაწყებული ადგილობრივი ადმინისტრაციებით დამთავრებული - რომლებიც ევროპულ ფონდებთან იმუშავებენ,” - განაცხადა შმიგალმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება