დონალდ ტრამპი - მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ

მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისინი ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება, რომ ის ფიქრობს, რომ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, ან მათ თავს დაესხმებიან, ეს საკმაოდ პათეტიკურია. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ისინი ისრაელს თავს ვერ დაესხმებოდნენ, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არაკომპეტენტური უწოდა და აღნიშნა, რომ შეიძლება ყველაფერი მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

„ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საშიში პერიოდია და ამ საფრთხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც უკიდურესად არაკომპეტენტურია. შეიძლება რუსეთსა და უკრაინას შორის მსოფლიო ომში აღმოჩნდეთ და მთელი ეს ქაოსი ის არის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. 7 ოქტომბერი და ის, რაც ისრაელთან დაკავშირებით ხდება შეიძლება მსოფლიო ომით დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა ირანს მოუწოდა, რომ ისრაელზე თავდასხმა არ განახორციელოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება