ფილიპინების პრეზიდენტი - აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის

აშშ-ის, იაპონიისა და ფილიპინების შეთანხმება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დინამიკას შეცვლის, - ამის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან ერთად გამართული სამი ქვეყნის სამიტის შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, სამმხრივი შეთანხმება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს დინამიკას შეცვლის, დინამიკას, რომელსაც ჩვენ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო ვხედავთ“, - განაცხადა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა.

ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა, ფუმიო კიშიდამ და ფერდინანდ მარკოს უმცროსმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ფილიპინების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის სამიტის სამიზნეს ჩინეთი არ წარმოადგენდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს