დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის დახმარებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის

უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ, ისინი ამის შესახებ საუბრობენ და ჩვენ ამის გაკეთებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის სახით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.

„ჩვენ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას ვაგრძელებთ და ამას გადავხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპა ბევრად აქტიური გახდეს და ფული გასცეს. ისინი უნდა გათანაბრდნენ, თუ ეს არ მოხდება, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს