იმერეთის რეგიონს 17 ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით ახალი ნაგავმზიდები მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ნაგავმზიდები.

„ვაგრძელებთ იმერეთის რეგიონში მუნიციპალური ტექნიკის განახლებას. რამდენიმე თვის წინ, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე იმერეთმა დამატებით შეიძინა ცხრა მუნიციპალიტეტისთვის 17 დასუფთავების მანქანა, რომლის ნაწილიც უკვე გადაეცა მუნიციპალიტეტებს და მათ შორის ქუთაისს. რა თქმა უნდა ეს ნაბიჯი არის გადადგმული სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები და მუნიციპალიტეტები უფრო მეტად მოვლილი და დასუფთავებული იყოს“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე ნაგავმზიდები ქუთაისს, თერჯოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს გადაეცა. დანარჩენი მუნიციპალიტეტები ავტოტექნიკას ახლო პერიოდში მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 90-ამდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება. ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება