ირაკლი ღარიბაშვილი მამის ბიზნესსაქმიანობაზე დასმულ კითხვაზე -  ჩემი ოჯახის გასცემს კითხვებს პასუხს და თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში - აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და მაინც აგრძელებთ ამ კამპანიას

აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, სამწუხაროდ, რომ არ მუშაობს - ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მისი მამის ბიზნესსაქმიანობაზე მომზადებულ სიუჟეტებს ეხებოდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ.

„მე მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი. საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ის, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია პირადად ჩემ წინააღმდეგ, რაიმენაირად მოახდინონ ჩემი სახელის და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო ჩვენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ კაცს მოკლავდნენ. მე დამიჭერდნენ... ის, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ, ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. მეორე, იცით, რომ რაღაც პერიოდი მე აღარ იყავი პოლიტიკაში, ეს კამპანია მაშინაც გაგრძელდა. დავბრუნდი პოლიტიკაში და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი, გააგრძელეს და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ, სამწუხაროდ, რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, ასე რომ, ყველა კითხვაზე პასუხი არის გაცემული. თუ რაიმე კითხვა არსებობს დამატებით, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი პასუხს გასცემს და, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თქვენ პასუხის გაცემა სასამართლოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. .

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი