ირაკლი ღარიბაშვილი - გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც

გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე ამომრჩევლებთან და პარტიულ აქტივთან ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე ჰქონდათ საუბარი.

„ვისაუბრეთ მოსალოდნელ არჩევნებზე, მინდა გითხრათ, რომ მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ რომ არის შემდეგი, პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც, სწორედ ამ და სხვა მიმდინარე თემებზე გვქონდა საუბარი ამომრჩევლებთან, ჩვენი პარტიის აქტივთან. ვფიქრობ, რომ მაგარი განწყობაა და მაგარი შედეგი დაიდება ამ რეგიონში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი