მამუკა მდინარაძე - მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს და ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს - არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება დემოკრატიული სტანდარტი არაა

პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები მოსამართლეებს, ასევე ბოდიში მოუხადონ (მოსამართლე) ლაშა ჩხიკვაძეს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეკითხვას, დაკმაყოფილდება თუ არა აშშ-ს მოთხოვნა, გამოძიება დაიწყოს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მოთხოვნაზე მათ მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არის, რის გარეშეც, გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გვქონდა მათ მიმართ თხოვნა, რომ მოეხნას სანქციები ჩვენ მოსამართლეებს იმიტომ, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ კითხვაზე, თხოვნაზე და თუნდაც ჩვენ მოთხოვნაზე, რომ უსამართლო სანქციები მოეხსნათ ქართველ მოსამართლეებს, ჩვენი მეგობრისგან მივიღეთ პასუხი, რომ გამოძიება დაიწყეთო. ჩვენ მათ ასევე ვთხოვეთ, რომ მტკიცებულებები წარმოედგინათ, არცერთი მტკიცებულება არ არის და მტკიცებულების გარეშე გამოძიების დაწყება არ არის დემოკრატიული სტანდარტი. არც აშშ-სთვის მითუმეტეს, არც ევროპისთვის და არც საქართველოსთვის. როგორც ამერიკელებს,ასევ ევროპელებს და ქართველებს გვაქვს საერთო ღირებულება- მტკიცებულებების გარეშე გამოძიებას არცერთი ქვეყანა არ იწყებს“, -განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ [მტკიცებულების სახით] საჯარო წყაროებში არაფერი ჩანს.

„საჯარო წყაროებში ჩანს გიგაურის და ლომჯარიას რაღაც „კლანის“ ძახება და ამის მიხედვით გამოძიება ვერ დაიწყება. შესაბამისად, მოუხსნან სანქციები, პირიქით, ჩვენ მათ გაღმა ვედავებით ამ დისკუსიაში, ან მოუხსნან სანქციები,ასევე ბოდიში მოუხადონ ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც ოჯახის წევრებიც კი, ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაუგდეთ ისე, რომ საექიმო დახმარება დასჭირდა იმ ხალხს და მეორე შემთხვევაში, თუ ეს ასე აღარ უნდა გააკეთონ მათ, მაშინ მოგვცენ მტკიცებულებები, რის საფუძველზე დაასანქცირეს ეს ხალხი და გამოიძიებს ქართული მართლმსაჯულება“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს