„სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო

სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის პროფესიული გადამზადების საბაზისო კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან მსმენელებს სიტყვით მიმართა და ყურადღება თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე გაამახვილა.

„5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში, მსმენელები სააგენტოს ძირითად მიმართულებებსა და ფუნქციებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და ახალ მიდგომებს გაეცნობიან.

2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. პროცესის მართვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტო“ შეიქმნა. ამჟამად მიმდინარეობს სააგენტოს დაკომპლექტების პროცესი, სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამხედრო განყოფილების თანამშრომელთაგან პერსონალის შერჩევა და დანიშვნა. შესაბამისად, კურსი ითვალისწინებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, რაც დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებას ხელს შეუწყობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს