ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ამის ნაცვლად პოლიტიკურ კრიზისს გვთავაზობენ

ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მაგრამ ამის ნაცვლად, გვთავაზობენ მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს. ირაკლი კობახიძე გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის მოსასმენად იყო ჩასული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დღეს უფრო და უფრო იზოლირებული ხდება "ქართული ოცნების" პირობებში.

„წესით, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოგზაუროს გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, მთელ დასავლეთში იმისთვის, რომ ჩამოიტანოს აქ ინვესტიციები და საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამის ნაცვლად კი, პოლიტიკურ კრიზისში ვართ ჩავარდნილი და კობახიძემ ბერლინში ოლაფ შოლცისგან მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა მიიღო. ივანიშვილის პარტიამ ან არ იცის ქვეყნის მართვა, ან კიდე მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ საქართველო იყოს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისში“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება