გაერო-ში ირანის წარმომადგენლობა - ირანის „სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია

ირანის “სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია, - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ირანის “სამხედრო ქმედება” პასუხად მოჰყვა ისრაელის “აგრესიას დამასკოში ჩვენი დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ”.

„საქმე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით უფრო მრისხანე იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის განდეგილ რეჟიმს შორის, რომლისგანაც შეერთებული შტატები შორს უნდა დარჩეს!” - წერს გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა “ტვიტერის” პირად გვერდზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება