დანიელ ჰაგარი - ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო

ისრაელმა ირანის მიერ გამოშვებული დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

მისი თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას.

ჰაგარი აღნიშნავს, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით იქნა ჩამოგდებული, ძირითადად ისრაელი საჰაერო სივრცის ფარგლებს მიღმა.

მისი თქმით, დარტყმების შედეგად ერთი ახალგაზრდა გოგო დაშავდა ნეგევში, და “ინფრასტრუქტურისადმი მცირე ზიანი” მიიღო სამხრეთ ისრაელში მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზამ.

ექიმების ცნობით, გოგო ჩამოგდებული რაკეტისა და დრონის ნამსხვრევებით დაშავდა. ჰაგარი აღნიშნავს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით “200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის” დრონი გამოუშვა, მათ შორის კამიკაძე-დრონები, ბალისტიკური რაკეტები და ფრთოსანი რაკეტები.

„ჩვენი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ცაში არიან და სამიზნეებს აგდებენ, და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც ისრაელში მოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რათა ისრაელის სახელმწიფო დავიცვათ”, - განაცხადა ჰაგარიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება