"ნაციონალური მოძრაობა" - "ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ  თავდასხმას აგრძელებს - ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე

"ქართული ოცნება" პუტინისტური რუსეთის სპეცსამსახურების სტილში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ თავდასხმას აგრძელებს. ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტი ავრცელებს სიცრუეს, რომლის მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

„პროპაგანდისტული ტელევიზიის "პოსტ ტვ"-ის გამორჩეულად უტიფარი, ყალბისმქნელი ნათია ბერიძე სრულ სიცრუეს ავრცელებს, რისი მიზანიც ცილისმწამებლური ტალახის სროლა და "რუსული კანონის" წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობაა.

მის ამ სიცრუეს, რა თქმა უნდა, არ გამოვეხმაურებოდით, რომ არ ვიცოდეთ, რომ ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციაა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროვოკაცია ამავე ტელევიზიის, ამავე ჟურნალისტის მიერ ზუსტად ერთი წლის წინ უკვე განხორციელდა, რასაც ფარდა მაშინვე აეხადა. თუმცა იმ პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები და „კლანის“ მიერ მართული სასამართლო ოლიგარქის დაკვეთების შემსრულებელია, ნათია ბერიძემ არც ცრუ დასმენის გამო აგო პასუხი და სასამართლოს ერთი სხდომაც კი არ ჩაუტარებია "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ დიმიტრი ჩიქოვანის მიერ შეტანილ სარჩელზე.

შესაბამისად, ვიცნობთ რა „ოცნების“ ხელისუფლების რუსულ ხრიკებს, ცხადია, შსს, სუს-ი და პროკურატურა ნათია ბერიძის ბოდვას აქცევს სისხლის სამართლის საქმედ, დაიწყება დაკითხვებზე დაბარებები და ა.შ.

რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ფუჭი საქმე და სახელისუფლებო ბინძურ პროპაგანდას ყოველ ჯერზე სათანადო პასუხი გაეცემა”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს