მამუკა მდინარაძე ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით "გირჩის" ინიციატივაზე - თუ რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, შეიძლება მსჯელობაც - ვნახოთ

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძემ აცხადებს, რომ "გირჩის" ინიციატივაზე პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით „მსჯელობა შეიძლება".

უფრო კონკრეტულად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ ინიციატივა სხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც მოიპოვებს მხარდაჭერას, მასზე მსჯელობა შეიძლება.

"ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არა ფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ გონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც. აბა ვნახოთ, იაგოს [ხვიჩია] "გირჩის" მოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ჩანს "ანტიამერიკული განწყობა", შესაბამისად, "გირჩი" აპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეტანას.

"ჩვენ შემოვიტანთ კანონპროექტს ლობიზმის დასაშვებად და შევამოწმებთ "ქართულ ოცნებას" თუ მართლაც იგივე უნდა, რასაც ამერიკული კანონი არეგულირებს", - აცხადებს ხვიჩია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს