დანიელ ჰაგარი - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმაც გუშინ იმოქმედეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთთან.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ირანის თავდასხმის დროს სამივე მათგანი მოქმედებდა.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმა წუხელ იმოქმედეს. ეს პარტნიორობა ყოველთვის მჭიდრო იყო, მაგრამ წუხელ ის უჩვეულო გზით გამოიხატა“, - თქვა ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგონა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება