რუსთავის საკრებულოს წევრი ნინო სულაძე „ლელოს“ შეუერთდა

რუსთავის საკრებულოს წევრი, ნინო სულაძე პარტია „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ნინო სულაძე „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ რუსთავის საკრებულოში ფრაქციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდება.

„ჩვენ გვიერთდება წარმატებული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რუსთავის საკრებულოს ქონებისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, განათლების მაგისტრი, ნინო სულაძე, რომელმაც თავისი საქმიანობით თავი დაამახსოვრა რუსთაველებს. იგი გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ხედვით და მისი შემოერთება „ლელოსთვის“ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას რუსთავის საკრებულოში კიდევ უფრო მეტი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენი მხრიდან, რომ რუსთაველების ყველა საჭირბოროტო საკითხი მაქსიმალურად იყოს მოგვარებული, მაქსიმალურად ყურადღებით და მოკლე ვადებში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ნინო სულაძე რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე