მიხეილ სააკაშვილი - გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი

გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია" გაიმარჯვებს.

„გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ! "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ISSA კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 37.4%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 18.8%; „ახალი“ - 13.8%; „საქართველოსთვის“ -5.2%; „ლელო საქართველოსთვის“ -4.7%; „ლეიბორისტული პარტია“ - 2.7%; „ევროპული საქართველო“ - 2.3%; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო“ -2.2%; „მოქალაქეები“ - 2.2%; „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ -2.1%; „ხალხისთვის“ - 1.8%; „გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა“ - 1.7%; “გირჩი“ - 1.7%; „სამართლიანობისთვის“ -0.7%; “ხალხის ძალა“ - 0.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 0.6%; „ერი“ (ერთობა რაობა იმედი) - 0.5%; “რესპუბლიკური პარტია“ - 0.4%; „კანონი და სამართალ“ი -0.3%; „სხვა პარტია“ -0.3%.

არხის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო