რიში სუნაკი - რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელზე ირანის თავდასხმას გმობს და ადასტურებს, რომ გაერთიანებული სამეფოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანული თავდასხმის დრონები ჩამოაგდეს, - ინფორმაცის BBC-ი ავრცელებს.

სუნაკის თქმით, გაერთიანებული სამეფო მონაწილეობდა ირანის მიერ გასროლილი რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად საერთაშორისო კოორდინირებულ ძალისხმევაში.

„სამეფო საჰაერო ძალებმა რეგიონში დამატებითი თვითმფრინავები გაგზავნეს. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რამდენიმე ირანული თავდასხმის დრონი“, - აღნიშნა სუნაკმა.

მისი თქმით, ირანის თავდასხმა იყო "საშიში და არასაჭირო ესკალაცია“, რომელიც მან უმკაცრესად დაგმო.

”რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ მშვიდმა თავებმა გაიმარჯვონ“, - განაცხადა სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება