კვირიკეში სასოფლო სამეურნეო მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში სასოფლო სამეურნეო მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეების თქმით, სოფელში ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები, ადგილობრივებს ჩამოართვა და ინვესტორს ერთ ლარად გადასცა.

სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მიწებს სასოფლო დანიშნულებით იყენებდნენ.

“მიწები წლების განმავლობაში მათი საკუთრება იყო, წინაპრების მიერ დატოვებული. ერთ დღეს, ხელისუფლებამ ინვესტორს ჩალის ფასად, ტერიტორია ერთ ლარად გადასცა, რაც არის ხალხის ქონების განიავება. ახლა კეთილი ინებოს ხელისუფლებამ ინვესტორი დაიბაროს და ორი ლარი გადაუხადოს და ხალხს მისი საკუთრება დაუტოვოს, ხალხს ეს ტერიტორია დამუშავებული ჰქონდათ, ახლა ტყეა. მიწა გლეხს უნდა ჰქონდეს”, - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს