ქუთაისის მერია - ოპოზიციონერი დეპუტატის არაკომპეტენტური და ცრუ განცხადება, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ შუშანიას განცხადებას, რომლის თანახმად, „მერია საკუთარ ხარჯებს 100 ათასი ლარით ზრდის, საიდანაც 70 ათასი ლარი მხოლოდ ხელფასებს მოხმარდება”, ქუთაისის მთავრობაში ეხმაურებიან.

განცხადებას ქუთაისის მერია სიცრუეს უწოდებს.

„ოპოზიციონერი დეპუტატის მორიგი არაკომპეტენტური და ცრუ განცხადება, რომ მერიის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ქუთაისის მერიის 350 თანამშრომელს, 2024 წლის მანძილზე დაუფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვინაიდან აღნიშნული ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, დაქირავებული თანამშრომლებისათვის განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ამიტომ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და სწორედ საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა აისახა შრომის ანაზღაურების მუხლში,რაც არ გულისხმობს ხელფასების მატებას”, - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს