დავით მათიკაშვილი - ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს - მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც რუსულია, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია

ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ხოშტარია ოკუპანტი ქვეყნისგან პირდაპირ ფინანსდება, ამიტომ, ღიმილისმომგვრელია მისი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ რაღაც რუსულია.

"ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, ეტყობა მარტო რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი არაფერი რუსული არ მოსწონს. ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის და რეალურად მართლა მრუდე პროპაგანდის მიმართ, რომელსაც ხოშტარია ზოგადად ეწევა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით.

ელენე ხოშტარია პირდაპირ არის მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია, რადგანაც ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება