ებრაჰიმ რაისი - ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება

ირანის ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ ახალ აგრესიას უფრო მძიმე და სავალალო პასუხი მოჰყვება, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

მანამდე, მსგავსი კომენტარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს „თავდაცვითი ოპერაციების“ გაგრძელებას, მაგრამ უყოყმანოდ დაიცავს თავს „ნებისმიერი ახალი აგრესიისგან“.

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელმა ასევე გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანი პირდაპირ უპასუხებს, როცა ისრაელი თავს დაესხმება მის ინტერესებს, აქტივებს ან ხალხს.

ირანის არმიის შტაბის უფროსის, სარდარ ბაგერის თქმით კი, ირანმა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით აშშ-ს გზავნილი გაუგზავნა და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუ ის ითანამშრომლებს ისრაელთან მათ შესაძლო შემდგომ ქმედებებში, ამერიკულ ბაზებს არანაირი უსაფრთხოება არ ექნებათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება