გაერო-ში ისრაელის ელჩი - ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ მსოფლიოს ომამდე მიიყვანს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ისრაელისა და ირანის ელჩებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ისრაელზე ირანის შეტევის გამო გაიმართა, ერთმანეთის ქმედებები დაგმეს.

„ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ ის მსოფლიოს კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანს, რეგიონულ ომამდე, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში“, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა.

მისი თქმით, ირანს მსოფლიო ბატონობა სურს და რომ მისმა თავდასხმამ დაადასტურა, რომ თეირანს „არ ადარდებს ისლამი და მუსლიმები“.

ერდანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

„ზომები უნდა იქნას მიღებული არა ისრაელის, არა რეგიონის, არამედ მსოფლიოს გულისთვის. შეაჩერეთ ირანი დღეს”, - აღნიშნა ისრაელელმა დიპლომატმა.

თავის მხრივ, გაერო-ში ირანის ელჩმა, ამირ საეიდ ირავანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ოპერაცია იყო "მთლიანად ირანის თავდაცვის უფლების განხორციელება, როგორც ეს ასახულია გაერო-ს წესდების 51-ე მუხლში და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ".

„ეს ქმედება იყო აუცილებელი და პროპორციული“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ოპერაცია იყო ზუსტი და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული, რათა შეემცირებინათ ესკალაციის პოტენციალი და თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო ზიანი.

„ირანი არასოდეს ცდილობს წვლილი შეიტანოს რეგიონში კონფლიქტის გავრცელებაში“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებული 7 წლის გოგონაა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება