მედია - ისრაელის ომის კაბინეტი ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ვერ აღწევს შეთანხმებას, როდის და როგორ უნდა უპასუხონ

ისრაელის ომის კაბინეტი ვერ შეთანხმდა იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა უპასუხოს ქვეყანამ ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.­

გამოცემა Hayom-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ პასუხი იქნება. გამოცემა NBC ციტირებს წყაროს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელია და რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა წარმოადგინოს ვარიანტები და რომ ნათელია, რომ ისრაელი უპასუხებს.

Reuters-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომის კაბინეტი ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ასეთი რეაგირების დროსა და მასშტაბებზე შეთანხმებას ვერ აღწევს.

ცნობისთვის, ისრაელის ომის კაბინეტმა დისკუსიები ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმიდან 24 საათზე ნაკლებ დროში გამართა. ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს