ისააკ ჰერცოგი ირანის თავდასხმაზე - ისრაელს არ სურს ომი, ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად

ისრაელს არ სურს ომი და ამ სიტუაციაში საჭიროა ბალანსი, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა CNN-ს განუცხადა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბევრ მსოფლიო ლიდერს ესაუბრება და ირანის ქმედებების საპასუხოდ მიმდინარეობს დიალოგი მოკავშირეებთან.

"განვიხილავთ ყველაფერს. ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად. ვფიქრობ, რომ ვმოქმედებთ ძალიან ფოკუსირებულად და ძალიან პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვარ, იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დავიცვათ ისრაელის ხალხი“, - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება