ფუმიო კიშიდა - ისრაელზე ირანის თავდასხმას მკაცრად ვგმობთ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ ირანის შეტევას მკაცრად გმობს.

"ეს შეტევა კიდევ უფრო ამძიმებს მიმდინარე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ღრმად ვართ შეშფოთებული და მკაცრად ვგმობთ ასეთ ესკალაციას", - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, იაპონია გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის დასაწყნარებლად და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით რეაგირებას.

”ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა შაბათს ღამით მისი ტერიტორიის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება