საპარლამენტო ოპოზიცია - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას

საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს, ვართ ერთიანი - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა, საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას.

„ოცნების“ მიერ ამ მავნებლური რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული ქვეყნის ევროპული საზოგადოების ნაწილი და რაც მთავარია, პირდაპირ უხსნის გზას კრემლის ინსტიტუციებს და იქიდან მომდინარე საფრთხეებს საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს ვართ ერთიანი, როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს