„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი იმართება - დარეგისტრირდი

„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კინგსის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კინგსის ოლიმპიადის გაზაფხულის სეზონი უკვე დაიწყო და მასში მონაწილეობას მეორედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იღებენ.

ოლიმპიადა წელს 15 ქალაქში იმართება, მათ შორის, თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, თელავში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, გურჯაანში, სენაკში, ჭიათურასა და ფოთში.

ამასთან, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოლიმპიადაში მონაწილეობას 120 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს და ისინი ერთმანეთს მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისურის ცოდნაში ეჯიბრებიან.

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში უკვე გაიმართა ინგლისური ენის ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა 11 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათემატიკისა და ქართული ენის ტურში მონაწილეობის მსურველებმა კი უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ოლიმპიადის განრიგის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე.

„საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ მათ, გამოავლინონ და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ კინგსის ოლიმპიადის პარტნიორები ვართ. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ სეზონზე 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ვქმნით ახალ შესაძლებლობებს. გვახარებს ოლიმპიადისადმი მოსწავლეების და მათი მშობლების მიერ გამოვლენილი მუდმივად მზარდი ინტერესი, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და პროექტი კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გავხადოთ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო